კახეთში გამოკვლეული 20 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
კახეთში 20 გამოკვლეული ადამიანიდან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე კახეთში არც ერთი ადამიანი თვითიზოლაციაში არ იმყოფება.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ყოვედღიურად მიმდინარეობს რისკჯგუფში შემავალი სამსახურების პერსონალისთვის ნიმუშების აღება.
ამ ეტაპზე კახეთში სულ ოთხი საკარანტინო სივრცეა, სადაც 150 ადამიანი იმყოფება.