კახეთში გამოკვლეული 102 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 102 ნიმუშის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადების ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
როგორც ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, გამოკვლეულ პირთა შორის 67 მედიკოსია.
ამასთან, დაავადების ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყვარელში დაინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტიდან გამოკვლეულია 102 ადამიანი. დარჩენილ 45-ს დღის განმავლობაში აუღებენ ანალიზს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში, მიზნობრივი ტერიტორიის ფარგლებში, მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის ფარმაცევტების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარების, მათი მომვლელებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, ასევე ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან შეყვანილი პირების.
ამ ეტაპზე კახეთის 10 საკარანტინო სივრცეში 459 ადამიანი იმყოფება