კახეთში გამოკვლეულ 32 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში გამოკვლეულ 32 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში გამოკვლეულ 32 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

ხიზანიშვილის განმარტებით, სინჯების აღება გრძელდება როგორც ცხელების ცენტრებიდან, ასევე რისკჯგუფში შემავალი კატეგორიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული პერსონალისგან.

ამ ეტაპზე კახეთში ოთხ საკარანტინო სივრცეში 145 ადამიანი იმყოფება.