კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 293 მოქალაქის სინჯი გაიგზავნა, აქედან უკვე ცნობილია 205 ტესტირების პასუხი, ყველა მათგანი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, კახეთში ამ ეტაპზე 10 ლოკაციაზე 404 მოქალაქე იმყოფება.