თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ცნობით, „მერსედესისა“ და „გოლფის“ მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ორივე მანქანის მძღოლი და რამდენიმე მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა მოტეხილობებითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.