კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, სოფელ თოხლიაურთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.