კახეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 299, კარანტინში კი 580 მოქალაქე იმყოფება
კახეთის რეგიონიდან გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით არც ერთი მოქალაქე კლინიკაში არ გადაუყვანიათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 299 მოქალაქე, მათ შორის საგარეჯოში – 64, ლაგოდეხში – 49, ყვარელში -33, გურჯაანში -32, სიღნაღში -24, თელავში – 53, დედოფლისწყაროში -17, ახმეტაში კი 27.
თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში არავინ არ გადაუყვანიათ. კახეთში ცხრა საკარანტინო ლოკაციაზე 580 მოქალაქე იმყოფება, ნელი ხიზანიშვილის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.