კახეთში 97 მოქალაქის ტესტის პასუხი მიიღეს, ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 97 პირის ტესტის შედეგი უარყოფითია, ლაბორატორიულად „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კახეთში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 31 მოქალაქე, კარანტინის 11 სივრცეში კი, 531 ადამიანი იმყოფება.
ამასთან, ხიზანიშვილის განცხადებით, სინჯების აღება გრძელდება როგორც ე.წ. ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გაფართოებული, ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება – სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებისა და მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების, საბაჟოს თანამშრომლების.
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში სულ 2 215 სინჯი გაგზავნილია, მთ შორის 855 მედპერსონალია.