კახეთში 35 პაციენტს და 20 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გრძელდება საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ნიმუშების აღება, როგორც „ცხელების კლინიკებიდან“, ასევე საკარანტინო სივრცეებიდან.
ამავდროულად ტესტირება უტარდება მედპერსონალსაც.
კახეთში ამ ეტაპზე, თვითიზოლაციაში შვიდი, ხოლო კარანტინის 11 ლოკაციაზე 611 მოქალაქე იმყოფება.