კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 45 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.
მისი ინფორმაციით, კახეთში საკარანტინო სივრცეების რაოდენობა სამამდე შემცირდა, სადაც 111 მოქალაქე იმყოფება.