კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 26 მოქალაქის ნიმუში გაგზავნეს, ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
„კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ცხელების ცენტრებიდან და კარანტინის ზონიდან 26 ნიმუში გამოიკვლიეს, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში „კოვიდ-19“ არ დადასტურდა“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში, 11 ლოკაციაზე კარანტინში ამ ეტაპზე 578 მოქალაქე იმყოფება.