კახეთში 201 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის არის ინფიცირებული მცირეწლოვანის 10 კონტაქტი
კახეთიდან ლუგარის ცენტრში კვლევისთვის გაგზავნილი 238 პირის ნიმუშიდან, ამ ეტაპზე, 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი არის ცნობილი და ნეგატიურია. მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, „კოვიდ-19“ ასევე არ დაუდგინდა ყარაჯალაში დადასტურებული შემთხვევის 10 კონტაქტს.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კვლავ გრძელდება ნიმუშების აღება კონტაქტირებული პირებიდან, რომელიც ლუგარის ცენტრში დღეს გაიგზავნება და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
ამასთან, კახეთში კარანტინის სამ სივრცეში 111, ხოლო თვითიზოლაციაში 56 მოქალაქე იმყოფება.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.