კახეთიდან 158 მოქალაქის სინჯის პასუხი „კოვიდ-19“-ზე ნეგატიურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისგან სინჯების აღება და ლუგარის ლაბორატირიაში გაგზავნა ყოველდღიურად ხორციელდება.
რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, კახეთში ამ ეტაპზე ცხრა ლოკაციაზე 358 მოქალაქე იმყოფება.