კახეთში 15 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
კახეთში 15 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთის ცხელების ცენტრიდან გუშინ გაგზავნილი 15 ადამიანის ანალიზის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმში ორი მოქალაქე იმყოფება, ხოლო 11 საკარანტინო სივრცეში 414 ადამიანი რჩება.

კახეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოწყობილია ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან და გომბორის უხელტეხილის მიმართულებით სოფელ სასადილოსთან, სადაც მოქალაქეებს გადაადგილებისას უტარდებათ თერმოსკრინინგი.

კახეთში კორონავირუსით დაავადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.