გუშინ კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 212 ნიმუშიდან COVID-19-ზე 112 პასუხი უარყოფითია, დანარჩენის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრებში და საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ანალიზებს დღესაც აუღებენ და გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში, პასუხები ცნობილი ხვალ გახდება.
კახეთის რეგიონში 11 საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც 558 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 42 ადამიანი რჩება.