კახეთში 11 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
კახეთში 11 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 11 პაციენტის ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გაგზავნილი იყო მოქალაქეთა სინჯები, რომლებიც კარანტინის სივრცეში იმყოფებიან.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღეს კი ე.წ. „ცხელების ცენტრში“ მოთავსებული 15 პაციენტის სინჯი გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, რომლის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ე.წ. „ცხელების ცენტრები“ ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს.

ამ ეტაპზე, კახეთში 11 საკარანტინო სივრცეში 414 მოქალაქე იმყოფება.