კახეთის ორ სოფელში ერთდროულად ქურდობის ორი ფაქტი დაფიქსირდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა.
სოფელ ვანთაში კი ნიღბიანმა პირებმა სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს.
ერთი თვის განმავლობაში სოფელ აკურაში საცხოვრებელი სახლის გაქურდვის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
სამართალდამცავებს ქურდობის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.