კახეთის საავადმყოფოებს პიროტექნიკით დაზიანებულმა შვიდმა პაციენტმა მიმართა
პიროქტექნიკით მიღებული დაზიანებებით კახეთის რეგიონის საავადმყოფოებს შვიდმა პაციენტმა მიმართა.
ხელის მტევნის მძიმე ტრავმით ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს, სადაც მიკროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ.
პიროტექნიკით დაშავდნენ წნორსა და ლაგოდეხშიც. ლაგოდეხის კლინიკაში ოპერაციული ჩარევის შემდეგ დაშავებულს ხელის მტევანი შეუნარჩუნეს.
დაზიანებები სავარაუდოდ, ძველმა პიროტექნიკამ ან მისმა არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია.