კახეთის რეგიონში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონულ სამსახურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ, მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ვრცლად ისაუბრა მავნებლის ბიოლოგიის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განთავსდება მონიტორინგის სისტემები. მათი მეშვეობი შესაძლებელი გახდება მავნებლის გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
სურსათის ეროვნული სააგენტო ანალოგიურ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.