კახეთის რეგიონში, გასული დღე-ღამის განმავლობაში არც ერთ ადამიანს არ ჰქონია საეჭვო სიმპოტომები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რეგიონში არც თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტს არ ჰქონია ადგილი.
როგორც ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, თვითიზოლაციაში ყოფნის რეჟიმი მოეხსნა 112 მიქალაქეს და ამ ეტაპზე იზოლაციაში რჩება 360 ადამიანი.
მისივე ინფორმაციით, კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
კახეთის მასშტაბით, ცხრა საკარანტინო სივრცეში 555 ადამიანია მოთავსებული. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.