კახეთის რეგიონის სასაფლაოებთან მობილიზებულია პოლიცია, დარღვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა
კახეთის რეგიონის სასაფლაოებთან მობილიზებულია პოლიცია და ამ დრომდე არანაირი დარღევავა არ დაფიქსირებულა ,- ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საპოლიციო კონტროლი რეგიონის ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხვალაც გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა, სასაფლაოებზე კონტროლი გრძელდება. ადგილზე პოლიცია და სოფლის რწმუნებულები იმყოფებიან და ამ დრომდე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მოწოდებას, რომელიც იქნა გაკეთებული, მოსახლეობა ემორჩილება და ასრულებს. კონტროლი ხვალაც გაგრძელდება“ , – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.