კახეთის პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
მამაკაცმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში თანასოფლელს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ.