კახეთის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში წინასწარი მონაცემებით, დავით სონღულაშვილმა ხმების 53,79% მიიღო, ლევან ბეჟაშვილმა - 28,71%
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, კახეთის ნომერ მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში შემავალ 163 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები უკვე დათვლილიაშესულია საოლქო საარჩევნო კომისიებში.
ამ წინასწარი მონაცემების თანახმად, მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში ყველა საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 53,79% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა, ლევან ბეჟაშვილმა – 28,71%.
„წინასწარი მონაცემებით, მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში პირველ ადგილზეა ბატონი დავით სონღულაშვილი 53,79%, ხოლო მეორე ადგილზეა ბატონი ლევან ბეჟაშვილი 28,71%.
შემოსული არის საჩივრები, რომელიც ეხება ძირითადად კენჭისყრის პროცედურებს. ეს საჩივრები არ იმოქმედებს საბოლოო შედეგებზე და ახლა უკვე დავიწყებთ ამ საჩივრების განხილვას. საერთო ჯამში არის 29 საჩივარი, თუმცა რამდენიმე მათგანი იდენტურია“, – განაცხადა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.