კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები – N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებითი მარშრუტებით სარგებლობდნენ, დადგენილ სქემას დაუბრუნდნენ და ისევ ჩვეული სქემით მოძრაობენ.
კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 მარტს დაიწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია განახორციელა. მონაკვეთის ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები.