თბილისის მერმა კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მონაკვეთის ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა, ამ ეტაპზე კი ბორდიურები და ტროტუარები ეწყობა. დაგეგმილია 7,3 სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.
სამუშაოები მიმდინარე წლის 25 მარტს დაიწყო და სამ თვეში დასრულდება.