კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილ 206 ნიმუშზე პასუხი უარყოფითია, კიდევ 64-ის პასუხებს საღამომდე ელოდებიან
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილ 206 ნიმუშზე პასუხი უარყოფითია, კიდევ 64-ის პასუხებს საღამომდე ელოდებიან

ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 270 ნიმუშიდან 206-ის შემთხვევაში კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, დარჩენილი 64 პასუხი საღამომდე გახდება ცნობილი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

როგორც აღინიშნა, ყვარელის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს, ის უსიმპტომო პაციენტია.

აქედან გამომდინარე, მას ბოჭორიშვილის კლინიკაში დამატებითი სიღრმისეული კვლევები ჩაუტარდება იმის გასარკვევად, თუ როგორია რეალურად მისი კლინიკური მდგომარეობა.

ხიზანიშვილის ინფორმაციით, გამოკვლეული იქნა ყველა კონტაქტი, ვისთანაც ამ ქალბატონს შეხება ჰქონდა და ყველა შემთხვევაში კორონავირუსზე პასუხი უარყოფითია.