საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 113 მოქალაქის ნიმუშზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბირატირიაში დღესაც იგეგმება.
რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, კახეთში ამ ეტაპზე 10 ლოკაციაზე 438 მოქალაქე იმყოფება.