კახაბერ საბანაძე - გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიციას აქვს უფლება, ჭავლის სპეციალური საშუალება გამოიყენოს
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არის გადაუდებელი აუცილებლობა და როცა შესაძლებელია, ძალადობამ გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, კანონის შესაბამისად, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ჭავლის სპეციალური საშუალება.
აღნიშნული კომენტარით საბანაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „წყლის ჭავლთან დაკავშირებით იყვნენ თუ არა გაფრთხილებული ადამიანები“.
„კანონი პოლიციის შესახებ 31-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა და როცა შესაძლებელია, ძალადობამ გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს მათ შორის, ჭავლის სპეციალური საშუალება“, – განცხადა კახაბერ საბანაძემ.