კახა კუკავამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ვაკის 24-ე საარჩევნო უბანზე მისცა
„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ვაკის მე-2 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
კახა კუკავა აცხადებს, რომ დღეს ყველაფერს ამომრჩევლის აქტივობა გადაწყვეტს. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„საერთოდ ჩვენს ქვეყანაში მოდაშია, რომ ყველაფერი დააბრალონ პოლიტიკოსებს, მაგრამ დღეს ძალაუფლება არის ხალხის ხელში. თუ ხალხი სახლში დარჩება, ხვალ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტ ჭაობში ჩაეფლობა. ეს იქნება არა პოლიტიკოსებისა და მთავრობის ბრალი, არამედ ხალხის ბრალი. მინდა, ყველას მივმართო, ვინც უყურებს ტელეეკრანებს და ფეხი-ფეხზე აქ გადადებული, კეთილი ინებეთ, მიბრძანდით არჩევნებზე, პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარი ქვეყნის მომავალზე ან თუ არ გინდათ თავისუფლება, ბარემ გადააგდეთ ეს ქართული პასპორტები, აიღეთ აზერბაიჯანული ან რუსული პასპორტები და პენსია მაინც გექნებათ უფრო მაღალი.
თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეობა მათ შორის ნიშნავს, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის, შვილებისა და შვილიშვილების მიმართ და უკეთეს მომავალზე. არ არსებობს საქართველოში საზოგადოება, სადაც რომელიმე კანდიდატს აქვს 50 პროცენტი, ამიტომ ოდნავ მაინც სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნების შემთხვევაში, მეორე ტური გარდაუვალია“, – განაცხადა კახა კუკავა.