პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა.
კახა კუკავამ ისაუბრა თავის საარჩევნო პროგრამაზე. მან ძირითადად ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე.
„ფარცხალაძე ციხეში, ახალაიას გვერდით. არ დავუშვათ მარიხუანას გავრცელება. შევაჩეროთ მევახშეობა. მიწა, ტყე და საძოვრები დავუბრუნოთ სოფელს. თურქი და არაბი მიგრანტები დავაბრუნოთ სახლებში. პენსია 230 ლარი. მინისტრის ხელფასი არაუმეტეს 2300 ლარისა”, – მიმართა კახა კუკავამ ამომრჩევლებს.