პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა.
კახა კუკავამ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.
როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იპოთეკით დაზარალებულებს.
„როცა მე ვიქნები პრეზიდენტი, ვერც ერთ ადამიანს, ვერც ბანკი, ვერც მევახშე, ვერც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვერ გამოსახლებს. აირჩევენ სალომე ზურაბიშვილს და აღარ უნდა გაგიკვირდეთ მაშინ, რომ მეორე დღიდან დროებით შეჩერებული გამოსახულებები გაგრძელდება და კიდევ ათიათასობით ადამიანს გააგდებენ ქუჩაში”, – განაცხადა კახა კუკავამ.