კახა კუკავა სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და დავით უსუფაშვილს პირველი არხის ეთერში დებატებში იწვევს
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და დავით უსუფაშვილს პირველი არხის ეთერში დებატებში იწვევს.
ამასთან დაკავშირებით კახა კუკავამ პრეზიდენტობის ზემოაღნიშნულ კანდიდატებს მიმართა:
„საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს: ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ბატონებს გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, დავით უსუფაშვილს. როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტობის კანდიდატების სურვილის შემთხვევაში, გამოყო საეთერო დრო დებატების გასამართად. გთავაზობთ, ვისარგებლოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინადადებით და მოვაწყოთ დებატები ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე. გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი თანხმობა ან უარი. პატივისცემით, კახა კუკავა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი“, – აცხადებს კახა კუკავა.
პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს: ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 8 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.