კახა კუკავა - იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს შეხედეთ და დარწმუნდებით, რომ ნაკლები უნდა მოწიოთ, არასერიოზული ხალხია
შეხედეთ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და დარწმუნდებით, რომ ნაკლები უნდა მოწიოთ. მოწევა მათ შორის მარიხუანის არის ჯანმრთელობისთვის თუ არა, აზროვნებისთვის ნამდვილად მავნებელია, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ განაცხადა.
როგორც კუკავა ამბობს, „გირჩის“ ლიდერები ცდილობენ, ტელევიზიების ყურადღება მიიქციონ.
„შემოვიდნენ დღეს სხდომაზე კონკრეტული ამოცანით თუ არა დავალებით, უნდა მოეწყოთ აქ სკანდალი, რომ შემდეგ სამთავრობო ტელევიზიებს გქონოდათ მასალა, რომ ოპოზიციის შეკრებაზე იყო გაწევ-გამოწევა და ხმაური. ზრდილობიანდ ვთხოვეთ, დაეტოვებინათ ეს სხდომა, რაზეც ატეხეს პროვოკაცია, რომ არ გინდათ ჩვენი მოსმენა. ვკითხე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და იძახით, მიშას თამაშს ვთამაშობთ, აქ რაღაზე მოდიხართ-მეთქი და ჩავარდა ამაზე ექსტაზში, რომ ესე იგი მიშას თამაშს თამაშობთო და გავიდა სხდომიდან. არის არასერიოზული ხალხი. ეს არის მორიგი სერია. ასეთი რაღაცა ყურადღების მიქცევის იაფფასიანი მცდელობებია. ჯერ მელიას დააბრალეს რომ პისტოლეტიღთ ემუქრებოდა, ხვალ რაღაცა უაზრობას იტყვიან, ზეგ კიდევ ატოცში ჩაუხდიან, რათა მიიქციონ ტელევიზიების ყურადღება მიიქციონ“, – განაცხადა კახა კუკავამ.
„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია შეკრებილი, ფაქტობრივად, ერთხმად დაადასტურა, რომ მიშას თამაშს თამაშობს. „მაგალითად, კახა კუკავამ თქვა, მათამაშეთ კაცო, მე მიშას თამაში მინდაო“ , – აღნიშნა ხვიჩიამ.