კახა კუკავა - ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში მარიხუანას ლეგალიზება არასდროს მოხდება
პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა თბილისში დღეს ამომრჩევლებს შეხვდა.
მოქალაქეებთან შეხვედრა ჩუბინაშვილის N9-თან მდებარე სკვერში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
კუკავას თქმით, არსებობს ორი უმთავრესი პრობლემაა: იმიგრაცია და მარიხუანა. არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში კი, კანდიდატის განცხადებით, მარიხუანას ლეგალიზება არ მოხდება.
„ამაზე პრეზიდენტობის არც ერთი სხვა კანდიდატი არ საუბრობს, ვინმეს არ დაგვაბრალონ, რომ ლიბერალები არ ვართ, ფაშიზმი არ დაგვაბრალონ და ქსენოფობია. თუ მე მექნება ხალხის მხარდაჭერა საქართველოში მარიხუანას ლეგალიზება არასდროს მოხდება და საქართველოში არ გაიცემა არც ერთი ბინადრობის მოწმობა არც ერთ უცხოელზე. ეს არის ჩვენი მკაფიო ხაზი“, – განაცხადა კახა კუკავამ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.