კახა კუკავა ამომრჩევლებს შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო
კახა კუკავა ამომრჩევლებს შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ამომრჩევლებს შეხვდა.

შეხვედრა თბილისში, პუშკინის სკვერში გაიმართა, სადაც კუკავამ ამომრჩევლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, სოციალური პრობლემების მოგვარდება.

ასევე, კახა კუკავამ ამომრჩევლებს 28 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.