კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერ ანდრეას ნორლენს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შვედეთის პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა როგორც მას, ასევე მთელს პარლამენტს.
საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტის იმპლემენტაციაზე და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უფრო მეტად კონსენსუსზე და თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული.
ყურადღება გამახვილდა 2024 წლის განაცხადზე, რომელსაც საქართველო ევროკაშვირში გაწევრებასთან დაკავშირებით გააკეთებს.
ხაზი გაესვა იმ ურთიერთობებს, რომელიც მხარეებს შორის ყოველთვის არსებობდა. განსაკუთრებით აღინიშნა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობა.
ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასოცირების შეთანხმდება და ამბიციური რეფორმების განხორციელება, რაშიც შვედეთის პარლამენტის სპიკერმა, კახა კუჭავას თანადგომა აღუთქვა.
კახა კუჭავამ და ანდრეას ნორლენმა ისაუბრეს მეგობრობის ჯგუფების ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერებისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.