კახა კუჭავა - ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს, მტკიცედ გავაგრძელებთ უკრაინელი მამაცი ხალხის ურყევ მხარდაჭერას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ უკრაინელი მამაცი ხალხის ურყევ მხარდაჭერას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა!“ – წერს კახა კუჭავა „ტვიტერში“.