კახა კუჭავა - რვაწლიანი დიდი მუშაობისა და მიღწევების შემდეგ, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა
კახა კუჭავა - რვაწლიანი დიდი მუშაობისა და მიღწევების შემდეგ, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა

საარჩევნო პროგრამის წარდგენისას აუცილებელი იყო, რვა წლის მმართველობაში მიღწეული შედეგების ხაზგასმა და იმაზე საუბარი, ამის შემდეგ რა არის დაგეგმილი, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ოპოზიციის კრიტიკას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით.

კუჭავას თქმით, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას გაჟღერდა კონკრეტული დაპირებები, ამასთან თითოეულ მიმართულებაზე თემატური პრეზენტაციებია დაგეგმილი.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ვერაფერს ხედავენ. მმართველი გუნდის პროგრამის წარდგენა სხვა პარტიებისგან აუცილებლად განსხვავებული იქნებოდა. დაპირებებზე ჰაერზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ მოვედით დღემდე და ამის შემდეგ რა იქნება. აუცილებელი იყო, რვა წლის მმართველობაში მიღწეული შედეგების ხაზგასმა და იმაზე საუბარი, ამის შემდეგ რა არის დაგეგმილი. გამგონმა კარგად გაიგო. იყო კონკრეტული დაპირებები, ზოგადი პრეზენტაცია იყო, რადგან რთულია სახელისუფლებო გუნდისთვის, რომ ყველაფერზე დეტალურად ისაუბროს და ასეთი მოკლე პრეზენტაციაც კი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. დაგეგმილია თემატურად ცალ-ცალკე პრეზენტაციის გამართვა, ვისაუბრებთ, კონკრეტულ მიმართულებებზე. რვაწლიანი დიდი მუშაობისა და მიღწევების შემდეგ, ეს პროგრამა არის ამბიციური გეგმა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.