კახა კუჭავა - როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, პრიორიტეტად დავისახე პარლამენტში კონსტრუქციული, ინკლუზიური დიალოგის და გარემოს ხელშეწყობა
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, პრიორიტეტად დავისახე პარლამენტში კონსტრუქციული, ინკლუზიური დიალოგის და გარემოს ხელშეწყობა – ჩვენ ყველა უნდა ჩავერთოთ შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებულ და კონსტრუქციულ საპარლამენტო დისკუსიებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავამ ისიც აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვაალისწინებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად მძლავრი ინსტრუმენტები გააჩნია.
„ეს განსაკუთრებით საინტერესო პროცესია ახლა, ვინაიდან 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს გააჩნია მძლავრი ინსტრუმენტები ეფექტიანი საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობისთვის საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.