საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.
ამის შესახებ კახა კუჭავა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„ძვირფასო მეგობრებო და საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ყურბან-ბაირამს! ჩემი თბილი სურვილები ბედნიერების, მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს კახა კუჭავა.