კახა კუჭავა - კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, კვლავ გავაერთიანოთ საქართველო
კახა კუჭავა - კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, კვლავ გავაერთიანოთ საქართველო

კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერით, შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და კვლავ გავაერთიანოთ საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, რუსეთი განაგრძობს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას და ახორციელებს ანექსიას.

„19 მაისი არის მეხუთე წლისთავი საქართველოს დასავლეთით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მახლობლად საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მეხუთე წლისთავი. სანქცირებული არავინ ყოფილა, თუმცა არსებობს ჩანაწერები და მტკიცებულებები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აგრძელებს რუსეთი იყოს კიდევ უფრო აგრესიული. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ: გასულ წელს გაერო-ს რეზოლუციას რეკორდული რაოდენობით ჰყავდა სპონსორები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეები. კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერით, შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და კვლავ გავაერთიანოთ საქართველო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.