კახა კუჭავა - კელი დეგნანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და მოლოდინზე, რომელიც ახალი პარლამენტის მიმართ გვაქვს
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მისი თქმით, კელი დეგნანთან საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და იმ მოლოდინებს, რომელიც ახალი პარლამენტის მიმართ აქვთ.
„დღევანდელ შეხვედრას გაცნობით შეხვედრას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ქალბატონ ელჩს მანამდეც ვიცნობდი. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, ეს იყო მასთან ჩემი პირველი შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ მოლოდინზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ახალი პარლამენტის მიმართ. უკვე გვაქვს პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი არიან ოპოზიციური პარტიებიც, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მედიაცია-ფასილიტაციაში, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის ელჩს ძალიან დიდი როლი მიუძღვით და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოლოდინებზე და სამომავლო გეგმებზე, ყველაფერზე, რაც მნიშნელოვანია და აინტერესებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ დასავლეთს“, – განაცხადა კუჭავამ.
კახა კუჭავამ ასევე აღნიშნა, რომ მისი შეგნებული არჩევანი და სურვილი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მისი პირველი ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შემდგარიყო და გადაცემის წამყვანს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „თავისუფალ ხედვაში“