კახა კუჭავა - ირაკლი კობახიძე არის შტაბის ხელმძღვანელი, გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც 2 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს
კახა კუჭავა - ირაკლი კობახიძე არის შტაბის ხელმძღვანელი, გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც 2 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს

ირაკლი კობახიძე არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც 2 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კუჭავამ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ ესწრება კობახიძე დღეს მაჟორიტარების წარდგენას.

კახა კუჭავა კობახიძის ჩახსნაზე საუბარს სისულელეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე მუშაობს როგორც შტაბის ხელმძღვანელი.

„ირაკლი კობახიძე მუშაობს როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ასე იყო წლების განმავლობაში. წინა წარდგენებზეც იყო პრემიერი და გენერალური მდივანი. ნუ ნერვიულობთ, ის ოფისშია და როდესაც საჭირო გახდება, ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება “,- განაცხადა კახა კუჭავამ.