კახა კუჭავა - იმედი მაქვს, მალე მოხდება შეთანხმება მხარეებს შორის და ამნისტიის საკითხზე პარლამენტში ერთიანი კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი
კახა კუჭავა - იმედი მაქვს, მალე მოხდება შეთანხმება მხარეებს შორის და ამნისტიის საკითხზე პარლამენტში ერთიანი კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი

ნებისმიერი ადამიანი, არა მხოლოდ ნიკა მელია, ყველა იხდის გირაოს, თუ მას სურვილი აქვს, რომ გირაოს გადახდის მერე დატოვოს საპყრობილე. ჩვენ ერთი ვიცით ძალიან კარგად, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პარლამენტმა მიიღოს ამნისტიის შესახებ კანონი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი მოკლე ვადებში შესრულდება.

„მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება შეთანხმება მხარეებს შორის და ის ერთიანი დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი და დარეგისტრირებული. მთავარი არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ეწერა შეთანხმებაში, შესრულდეს და შესრულდეს მოკლე ვადებში, არ გაიწელოს და დამატებითი სპეკულირების საშუალება არ მიეცეს არავის, მით უმეტეს, როდესაც ჩვენგან, ამ პარლამენტისგან არის მოლოდინი, რომ ამნისტიის კანონი იქნას მიღებული მალე“, – განაცხადა კუჭავამ.