კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა 2021 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. საუბარი ასევე შეეხო განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
კახა კუჭავამ თანამომხსენებლებს საქმიანობისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.