კახა კუჭავა - ჩემი სურვილი იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და შეუერთდეს ვალდებულებებს, რომლებიც პარტიებმა ავიღეთ
კახა კუჭავა - ჩემი სურვილი იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და შეუერთდეს ვალდებულებებს, რომლებიც პარტიებმა ავიღეთ

აუცილებელია, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა და წარმოდგენილია საქართველოში, თავიანთი მანდატები გამოიყენონ და დაიკავონ ის ადგილი, რომელიც მათ ეკუთვნით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, მისასალმებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდა პარლამენტში.

„მათი ამომრჩევლის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში. მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის, რადგან აუცილებელია, რომ პარლამენტში იყოს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არის წარმოდგენილი. ვისურვებდი, მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელშიც ბევრი რამ არის წარმოდგენილი, რომელზეც აუცილებელია, ყველა პარტიის ჩართულობა და რთული იქნება ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ მათ, ვისაც არ აქვს ხელი მოწერილი, ამიტომ ჩემი სურვილი იქნება, მათ მოაწერონ ხელი, მიუერთდნენ ვალდებულებებს, რომელებიც პარტიებმა ავიღეთ ამ დოკუმენტით. წინ არჩევნები გველოდება. არჩევნები, რომელზეც ხალხმა უნდა დააფიქსიროს თავისი ნება, ხოლო ჩვენ, „ქართული ოცნება“ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში და ეს მხოლოდ 43პროცენტი არ იქნება და უფრო მაღალ პროცენტსაც მივიღებთ“, – განაცხადა კუჭავამ.