კახა კუჭავა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ეს დღე დემოკრატიის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია
კახა კუჭავა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ეს დღე დემოკრატიის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვულოცავთ აშშ-ის ყველა მოკავშირეს, მეგობარსა და ხალხს. ეს დღე არის დემოკრატიის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. პარტნიორობა რჩება ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ზრდის უზრუნველსაყოფად“, – წერს კახა კუჭავა „ტვიტერის“ გვერდზე.