კახა კოჟორიძე - მოძრაობა „ლელო“ მიზნად ისახავს, რომ თითოეულ ადამიანში დაგროვებული მუხტი და ენერგია ქვეყნის გაძლიერების მიზნით გაერთიანდეს
მოძრაობა „ლელო“ მიზნად ისახავს, რომ თითოეულ ადამიანში დაგროვებული მუხტი და ენერგია ქვეყნის გაძლიერების მიზნით გაერთიანდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა და მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელმა, კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არ არის პარტია, ეს არის მოძრაობა, მაგრამ რა თქმა უნდა, მიზანი არის ის, რომ მოვა დრო, როდესაც აქტიური პარტიული მუშაობაც დაიწყება. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი პარტიას არ შემოუერთდეს და მოძრაობაში დარჩეს, ამიტომ, რისი თქმა მინდა ამით, რომ ყველა იმ ადამიანს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პარტიაში შესვლის სურვილი ან რაღაც მსგავსი, მოვუწოდებ ამ მოძრაობას შემოუერთდეს. ეს მოძრაობა მიზნად ისახავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში, თითოეულ ადამიანში დაგროვებული ის მუხტი და ენერგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის გაძლიერებაში წვლილის შეტანას, გაერთიანდეს და ერთობლივი ძალისხმევით ეს გავაკეთოთ. ჩვენ ვიაზრებთ იმას, რომ ცალ-ცალკე ამის გაკეთება არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი. მე შეიძლება, რაღაც ქვეყანაში ცხოვრებისას პერსონალური წარმატებები ბევრი მქონია, მაგრამ ეს აბსოლუტურად საკმარისი არ არის, რომ საერთო გარდამტეხი წარმატება მოხდეს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.