თბილისის მერის მეხუთე მოადგილე სოფიო ხუნწარია იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.
მისივე თქმით, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურს ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს.
“ჩვენთვის ერთ -ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კულტურის განვითარება და ხელშეწყობა. ამ მიმართულებით 2018 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი და დასახული მიზნებიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მინდა, სოფოს წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ პროექტების განხორციელებას. მინდა, ირაკლი გვილავასაც წარმატებები ვისურვო და ერთად ჩვენ ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.