კახა კალაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სავარაუდოდ ხვალ დასახელდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სავარაუდოდ, ხვალ დასახელდება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.
„მიმდინარეობს მსჯელობა და მგონია, რომ ხვალისთვის ცნობილი იქნება კანდიდატის ვინაობა. ხვალ აუცილებლად იქნება უმრავლესობის შეხვედრა, სადაც მოხდება განხილვა და აუცილებლად იქნება წარმოდგენილი კანდიდატი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.
„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.